Friday, May 17, 2013
BMW ბიზნესის გლობალიზაციით რეკორდულ მოგებაზე გადის
გერმანული კომპანია BMW (Bayerische Motoren Werke AG) წმინდა მოგება 2012 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 18.4%-ით გაიზარდა და 1, 35 მილიარდი ევრო შეადგინა. ნათქვამია კომპანიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგრიშში. კომპანია ბიზნესის გლობალიზაციის პოლიტიკას აგრძელებს და რეკორდულ მოგების მიღებას გეგმავს.
იმავდროულად, გასული წლის მოგება, BMW-ს აქციონერებს 51,2% - მდე გაიზარდა და 4,881 მილიარდ ევროს მიაღწია. ცნობილი გახდა, რომ BMW პროდუქციის გასაღების რეკორდული დონის მიღწევას გეგმავს: 2016 წლისთვის 2 მილიონი სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის ბრენდების Mini და Rolls-Royce, გაყიდვა იგეგმება.
კომპანიის მენეჯმენტი საკუთარი საქმიანობის დიდ წარმატებად მიიჩნევს, 4 წლის წინ შედგენილ ბიზნეს-გეგმას, რომელიც მომავლის პერსპექტივაზე მორგებული აღმოჩნდა და რეკორდული მოგება მოიტანა.
კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ნორბერტ რაითხოფერის განცხადებით, BMW-ს ჯგუფი ბიზნესის გლობალიზაციის პოლიტიკას გააგრძელებს და წარმოების მოცულობას ჩინეთში, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში გააფართოებს.
Bayerische Motoren Werke AG ერთ - ერთი უძველესი ევროპული ავტომწარმებელი კომპანიაა, რომელიც 1916 წელს დაარსდა. BMW სამი ცნობილი ბრენდების - BMW, Mini, Rolls-Royce Motor Cars- უმაღლესი ხარისხის მანქანებს აწარმოებს. BMW ბიზნესის გლობალიზაციით რეკორდულ მოგებაზე გადის
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment